понедельник, 4 июля 2011 г.

პროექტი

1.პროექტის სახელწოდება: რას ნიშნავს კლასიკური?
2.პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1–2  წინადადებით: მოსწავლეები  ეცნობიან  სხვადასხვა ჟანრის მსოფლიო კლასიკოსების  შემოქმედებას,განმარტავენ  სიტყვა ,,კლასიკურის" მნიშვნელობას და როლს.
3.პროექტის აქტუალობა:  მოსწავლეები ნაკლებად  იცნობენ მსოფლიოში ცნობილ  კლასიკოს  შემსრულებლებს :  კომპოზიტორებს, მათ შემოქმედებას, ოპერებს.
4.პროექტის მიზნები: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეს კლასიკური ნაწარმოებების: (გემოვნებიანი  მუსიკის )  ა) მოსმენის კულტურა,  აუდირება.
                                                ბ)დამოუკიდებლად  აღქმულის გადმოცემა.
                                                გ)ჯგუფური  მუშაობის  განვითარება.
                                                დ)შემოქმებითი  უნარის  განვითარება.
                                                 ე)გუნდური  და სოლო ნომრების შესრულების  უნარი.
                                                 ვ)კომპოზიტორების  და მათი შემოქმედების  ბიოგრაფიული
                                                 ცნობების  მოძიება–ისტის  მეშვეობით.
5.მონაწილეთა ასაკი:13–15წ.  VIII-X  კლ.
6.ვადების/ხანგრძლივობა:  1  თვე.
7.მოსალოდნელი შედეგები /პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:   ეცნობიან  მსოლიო  კლასიკოსების შემოქმედებას  ,სმენის კულტურას გამოიმუშავებენ,  ასრულებენ ფრაგმენტებს  არიებიდან–სიმღერით  და  ფორტეპიანოზე  შესრულებით  –შეძლებისდაგვარად.
8.პროექტისათვის  საჭირო ძირითადი რესურსები:  კომპიუტერი,  პროექტორი ,  მუს. ცენტრი ,   მობილური ,    ფორტეპიანო.
9.პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):  მონაწილეობას  იღებს  VIII-X   კლ,  რომელიც  დაყოფილია  2  ჯგუფად :   მუსიკოს–შემსრულებლები,  ხელოვნებათმცოდნეები,   მათ  მიეცემათ  მიმართულება.
10.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:  ხელოვნება,  მუსიკა,  ისტი.( იმფორმატიკა).
ომფორმატიკა–ისტის  ცოდნა  დაეხმარებათ  ინტერნეტში  იმფორმაციის  მოძიებაში.
ხელოვნებათმცოდნეები:მოიძიებენ  ცნობებს  ვენის  კლასიკური  სკოლის  წარმომადგენლების:  ვ.ა.მოცარტის ,  ლ.ვ. ბეთჰოვენის ,   ქ.ვ. გლუკის ,  ფ.ი.  ჰაიდნის  და  გ.  ცაბაძის –,,თბილისოს",  ბიოგრაფიული  ცნობების  შემოქმედების  შესახებ   და  პროექტორით  წარმოადგენენ.
მუსიკოს  შემსრულებლები:  წინასწარ  მოიძიებენ და შეასრულებენ  კლასიკურ  და  საოპერო  არიების  ფრაგმენტებს. ,, თბილისოს"   ფორტეპიანოს  თანხლებით.  ეროვნ.  სასწ.  გეგმით  გათვასწინებულ  პროგრამას.

11.პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):  ინგა გოგოლიძე
12.ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:  ingagogolidze@gmail.com
13.პროექტის ვებ–გვერდი/ბლოგი:  ingagogolidze.blogspot.com.

Комментариев нет:

Отправить комментарий